ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტი

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს დააინიცირებს. დოკუმენტი ეხება ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს, ასევე, სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს. ინიციატივას ოპოზიციის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

საპარლამენტო პარტიების ნაწილი დისკუსიაში ჩართვას აანონსებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს ადამიანის უფლებების დარღვევაში და არასრულწლოვნებით სპეკულირებაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, შესაბამისად, უზენაეს კანონში სიახლის შესატანად ოპოზიციის ხმებიც სჭირდება.