ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით კანონი კიდევ უფრო მკაცრდება.
ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. თუ პროექტი დამტკიცდება, მოძალადეზე შემაკავებელ ორდერს პოლიციელი მსხვერპლის მიმართვის გარეშეც გამოწერს.
სიახლეაა დანაშაულში ბრალდებულის კონტროლის კუთხითაც. სამართალდამცავი უწყებები მოძალადეს ციხიდან გამოსვლის შემდეგაც დააკვირდებიან.
მარიამ სეთურიძე დაინტერსდა, როგორ აფასებენ რამდენიმე კანონში მოსალოდნელ ცვლილებებს უფლებადამცველები და ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეები.