ოჯახში ძალადობის სტატისტიკა

გაერთიანებულ ოპოზიციაში არასრულწლოვნებზე მშობლების მხრიდან ძალადობის მაჩვენებელზე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას გამოეხმაურნენ. მამუკა გამყრელიძის განცხადებით, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ქვეყანაში ძალადობის პრევენციის ღონისძიებები არ არსებობს. მისი განცხადებით, პრობლემაა ამ საკითხზე საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ძალადობრივ მეთოდებს დასაშვებად მიიჩნევს.

გამყრელიძის თქმით, „ძალა ერთობაშია“ ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევს.