დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. მღვდელმთავრებმა სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელი ლოცვა აღავლინეს. ეკლესიაში ქაშუეთიდან მრევლი და სამღვდელოება ფეხით მსვლელობით მივიდნენ, სადაც დილიდან პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა დღესასწაულის აღსანიშნავად.
შეგახსენებთ, ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი უწმინდესმა ილია მეორემ 2014 წელს გამოაცხადა.