ოჯახის სიწმინდის დღე

21:22, 17.05.2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე მეხუთე წელია 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს აღნიშნავს.

ასობით ადამიანი, სასულიერო პირი და მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დედაქალაქში მასშტაბური მსვლელობისთვის ჩამოვიდა.

დღეს რამდენიმე ლოკაციაზე მყოფი მოქალაქეები ერთმანეთს შეუერთდნენ და მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დაასრულეს, სადაც საღმრთო ლიტურგია უკვე კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.

დღის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის იყო 300-მდე მრავალშვილიანი ოჯახის დალოცვა და 500-მდე წყვილის ჯვრისწერა.

მსგავსი