ამ დღემ გააერთიანა მთელი ქართული საზოგადოება, რისთვისაც მადლობას ვუხდი პატრიარქს, – ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე გუშინ უკვე მეათედ აღინიშნა თბილისსა და რეგიონებში. დედაქალაქში მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა.