ნუნუ გაბუნიას 60-წლიანი შემოქმედება სიმფონიური ორკესტრის ფონზე.
რუსთაველის თეატრის სცენა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის საიუბილეო საღამოს დაეთმობა. უკვე ყველასთვის ნაცნობ კომპოზიციებთან ერთად მსმენელი ახალ ნაწარმოებებსაც მოისმენს, რომლებიც სცენაზე პირველად შესრულდება. კომპოზიტორის რეპერტუარს ოპერის მომღერლები წარმოადგენენ.