სპექტაკლი ინოლა გურგულიაზე

ინოლა გურგულიას შემოქმედება ამჯერად მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე გაცოცხლდება.

ქართველი კომპოზიტორის და მომღერლის პირად ჩანაწერებზე დაყრდნობით ერთმოქმედებიანი მუსიკალური წარმოდგენა მზადდება. დადგმიდან მაყურებელი ცნობილი მომღერლის შესახებ ბევრ დღემდე უცნობ ამბავს გაიგებს. მსახიობებთან ერთად სცენაზე იდგებიან ინოლა გურგულიას შთამომავლებიც.