დღეს, 21 მარტს გაზაფხულის დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები. მარნეულში დღეს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. დილიდან გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ქუჩა. მარნეულში ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.