ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობა და თავმჯდომარე აირჩია. თავმჯდომარეობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ეკატერინე ნანდოშვილმა 248 ხმა მიიღო. არჩევნები ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ საერთო კრებაზე მისასალმებელ სიტყვაში იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნოტარიუსების საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საერთო კრებაზე აღინიშნა 2021-2023 წლებში სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ, მათ შორის – ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის 70 წლამდე გაზრდა, სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალის გაფართოება, ბიუროების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე, დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა.