ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი

ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი. შენობა ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, #60 ნომერში მდებარეობს. მისი რეკონსტრუქცია 2018 წლის ბოლოს დაიწყო. ახალი ოფისი 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მორგებულია როგორც პალატის თანამშრომელთა, ისე მოქალაქეების ინტერესებზე.  კომფორტული გახდება გარემო ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისთვის. მათ განკარგულებაში იქნება საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა. თანამედროვე შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე.

ნოტარიუსთა ახალი ადმინისტრაციული ოფისი, ფუნქციონირებას 2020 წლის მაისიდან დაიწყებს.

მშენებლობა იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერა.