87 წლის ასაკში კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა.
სახალხო არტისტის ცხოვრება სწავლის დასრულებისთანავე მარჯანიშვილის თეატრს დაუკავშირდა. მას შემდეგ მსახიობმა მთელი შემოქმედებითი ცხოვრება ამ თეატრის სცენაზე გაატარა და ძირითადად თემურ ჩხეიძესთან თანამშრომლობით არაერთი გამორჩეული როლი შექმნა.
გადაღებულია ფილმებშიც, სადაც ასევე დასამახსოვრებელი როლები განასახიერა.