საზოგადოებამ მისი სამწერლობო შემოქმედება პირველად ჟურნალის ფურცლებიდან გაიცნო და მალევე ყველა თაობის საყვარელ მწერლად იქცა.
ზოგჯერ რეალური, ზოგჯერ კი მწერლის მიერ გამოგონილი გმირები ნოდარ დუმბაძის განვლილი ცხოვრების ნაწილია. მშობლიური გურია მისი ნაწარმოებების მთავარ მოქმედების ადგილად და ამოუწურავ თემად სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. აქტიურ სამწერლობო მოღვაწეობასთან ერთად წლების განმავლობაში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი, ასევე მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი.
ნოდარ დუმბაძეს ხვალ 90 წელი შეუსრულდებოდა.