არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აღემატება.
ინფორმაციას არ ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტო, თუმცა აგროპროდუქტების ერთ-ერთი რეალიზატორის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ უწყებას დამატებითი განმარტებების გაკეთება დასჭირდა.
რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის სეზონური ხილი – ამის გასარკვევად „მოამბე” საგარეჯოში ჩავიდა.