„ოპოზიციის პარტიული ტელევიზიების მორიგი პროვოკაცია,“ – ასე აფასებს რუსთავის მერი გუშინ ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს. ნინო ლაცაბიძის თქმით, რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ინტერვიუებიდან ამოჭრილი ფრაზებით ერთ-ერთმა ტელეარხმა შექმნა ცრუ ვიდეო.
„ქართული ოცნების“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლაცაბიძე უწყებათაშორის კომისიასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს და ფაქტით დაინტერესებას სთხოვს და საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.