ნინო ჩხობაძე პანკისის ხეობაში მომხდარ მოვლენებს აფასებს

გარემოს დაცვის საკითხებში ექსპერტი ნინო ჩხობაძე პანკისის ხეობაში მომხდარ მოვლენებს აფასებს.

ჩხობაძის განცხადებით, მთავარი პრობლემა მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობა იყო. მისი განცხადებით, კომპანიას არ ჰქონდა შესწავლილი სრულად გარემო. ჩხობაძის თქმით, პანკისის ხეობაში წყლის რესურსი არ იყო გაზომილი და მოსალოდნელი რისკები სათანადოდ შესწავლილი.

გარემოს დაცვის ექსპერტი ​ასევე ამბობს, რომ არსებული პროექტის მიხედვით დაცულია მხოლოდ მშენებელი კომპანიის ინტერესი და არ არის გათვალისწინებული ადგილობრივების ინტერესები.