ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი საქართველოში

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს აფასებს „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. მისი თქმით, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერი პრობლემაა, თუმცა წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ჩხობაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ამ კუთხით მთავარი გამოწვევა არის საცობები და მრავალსართულიანი შენობები. მისი შეფასებით, პრობლემის გადაჭრას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა სჭირდება.