ნინო ჩხობაძე ჭუბერში განვითარებულ პროცესებს ყინულის დნობას უკავშირებს
გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ნინო ჩხობაძე სვანეთში განვითარებულ პროცესებს ყინულის ინტენსიურ დნობას უკავშირებს, რასაც ინტენსიური წვიმა დაემთხვა.
როგორც ექსპერტი ვარაუდობს, ნენსკრას ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის განმეორების შესაძლებლობა მაღალია. ჩხობაძე სტიქიას “ნენსკრა ჰესის” მშენებლობასთან არ აკავშირებს.