საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-დამზადების ინიციატივას და საპატრიარქოს პოზიციას აფასებს ნინო ბურჯანაძე.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ პატრიარქი საკუთარი შეფასებისას გაცილებით მკაცრი უნდა ყოფილიყო. რაც ეხება ხელისუფლებას, ბურჯანაძე ამ ინიციატივის მიღმა მმართველი გუნდის წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებზე საუბრობს.