ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა საფრანგეთში, ქალაქ არალში ვან გოგის ფონდში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია გამოფენილი. დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ნახოს ნიკო ფიროსმანის 29 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, მათ შორის: „არსენალის მთა“, „ჟირაფი“, „რთველი“ და ვან გოგის 5 ნამუშევარი, რომლებიც 1884-1889 წლებში შეიქმნა. მათ შორისაა ისეთი შედევრები, როგორებიცაა „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914″. გამოფენის დათვალიერება ვან გოგის მუზეუმში პირველი ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.