თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
ნიკო ჭავჭავაძე გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე იყო. იგი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
საღამოზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი „ნათელი იგი“.