შალვა ნუცუბიძე - 130 წელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი გაიხსენეს. შალვა ნუცუბიძის 130 წლის საიუბილეო თარიღს, სპეციალური გამოფენა მიეძღვნა.

ექსპოზიცია ფილოსოფოსის და საზოგადო მოღვაწის ცხოვრების და მოღვაწლეობის ფოტო და დოკუმენტურ მასალებს მოიცავს. ნუცუბიძის ცხოვრების ამსახველ უნიკალურ არქივს პირველი არხის ოქროს ფონდიც ინახავს. სწორედ ამ უნიკლურ მასალებზე დაყრდნობით მომზადდა დოკუმენტური ფილმი, რომელსაც მაყურებელი ჩვენს ეთერში ხვალ ნახავს.