პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა, მას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარი და 2 წლისა და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.