პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. ამ მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს თავად ნიკა მელიამ მიმართა. სხდომას არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პოლიტიკურ ბოიკოტს განაგრძობს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ გეგმავს კენჭისყრაში მონაწილეობას, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ნიკა მელიას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. კენჭისყრაზე საკითხის გასვლას 51 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.