ნიკა მელიას საქმე - გამოხმაურებები

როგორ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება. ადვოკატები ამბობენ, რომ გირაოს პროცედურას ნიკა მელიას თანხმობა არ სჭირდება. ამის შესახებ ინტერესის დამცველებმა პენიტენციურ დაწესებულებაში მელიასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს. თუმცა, მანამდე იყო მოლოდინი, რომ ნიკა მელია ევროკავშირის შეთავაზებაზე გირაოს გადახდასთან დაკავშირებით დღეს ხელს მოაწერდა და სწორედ ამ ინფორმაციას გააჟღერებდნენ ადვოკატები. გაუგებარს უწოდებენ ნიკა მელიას ქმედებებს უმრავლესობაში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თავიდან კატეგორიულ უარს აცხადებდა მისი თანხმობის გარეშე გირაოს შეტანაზე, ახლა კი ამბობს, რომ მისი ნებართვა საჭირო არ არის. „ნაციონალურ მოძრობაში“ მის უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია პროკურატორის მეშვეობით მელია საპრყობილედან დაუყოვნებლივ გამოუშვას.