არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული ჩანაწერების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ. „ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი ჩანაწერების გავრცელება ხელსაყრელი არ არის. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წევრის, ნათია კაციტაძის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე ხელისუფლების მხრიდან რეალური ნება გამოძიებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მისი განცხადებით, გამოქვეყნებული ჩანაწერები ხელისუფლების იმიჯს ლახავს. ისინი საკითხზე პასუხების მიღებას ელოდებიან.