NGO-ები ფარული ჩანაწერების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული ჩანაწერების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ. „ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი ჩანაწერების გავრცელება ხელსაყრელი არ არის. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წევრის, ნათია კაციტაძის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე ხელისუფლების მხრიდან რეალური ნება გამოძიებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მისი განცხადებით, გამოქვეყნებული ჩანაწერები ხელისუფლების იმიჯს ლახავს. ისინი საკითხზე პასუხების მიღებას ელოდებიან.