ნედ პრაისის განცხადება - გამოხმაურებები

„კელი დეგნანს და მის გუნდს სურთ იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა“, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, განაცხადა. ნედ პრაისის თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამერიკა მხარს უჭერს ამ მისწრაფებას. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, „რომ დაასრულოს ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთლიანად რეგიონისთვის“.

განცხადებას კელი დეგნანთან დაკავშირებით, ეხმაურებიან თბილისში. განსხვავებული შეფასებები კეთდება უმრავლესობასა და ოპოზიციაში.