ნდობის ჯგუფი სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში

საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელმა დეპუტატებს გასული წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შესახებ გააცნო ინფორმაცია, ისაუბრეს სააგენტოს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ფარული მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური კონტროლი. ნდობის ჯგუფი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემატურად ახორციელებს.