„ენ დი აის“ და „აი არ აის“ ექსპერტები პარტიებს არჩევნებსა და თანმდევ პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ექსპერტების ჯგუფები თბილისში იმყოფებიან. დაგეგმილია მთავრობის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრები. დისკუსია შედგება ასევე სადამკვირვებლო მისიებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. განსახილველი საკითხია, ის თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.