საზოგადეობრივი აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. ძირითადი მიმართულებები ქვეყნის განვითარება, საცხოვრებელი პირობები და ეროვნული საკითხებია. გამოკითხულთა 53% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანესი საკითხების ხუთეული ეკონომიკური ხასიათისაა. კერძოდ, გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებს სამუშაო ადგილებს, 35% – ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% – სიღარიბეს, 25% – პენსიებს, 23% – ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. მხოლოდ შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა 23%-ით. 72%-სითვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. 64%-ი ემხრობა ნატო-ში გაწევრიანებას. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ეთანხმება, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს.
29 ნოემბერიდან 19 დეკემბრამდე, საქართვლოს მასშტაბით 2 ათას 298 პირი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9%ია.