ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
NDI-იმ საზოგადოებას კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარუდგინა, რომელიც პარტიულ რეიტინგებსაც მოიცავს. შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31 % ქართულ ოცნებას, 10 % ნაციონალურ მოძრაობას, 4 % ევროპულ საქართველოს 3 % პატრიოტთა ალიანსს ასახელებს. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი კი პასუხისგან თავს იკავებს, ან უარს ამბობს, ან რჩეული პარტია საერთო არ ჰყავს.
კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი საპარლამენტო საქმიანობის შეფასებას ეხება. გამოკითხულთა 59 % ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობს თავის მაჟორიტარს, 74 მიიჩნევს, რომ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც პარტია ავალებთ, 69 % კი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
კვლევის კიდევ ერთი ნაწილი გენდერულ საკითხებს მოიცავს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირებას ემხრობა. 81% ყველზე სერიოზულ გამოწვევად ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ქორწინებას ასახელებს. 77 % კი სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღებას ემხრობა.
NDI-ის პოლიტიკური ნაწილის კვლევის შედეგებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.