თუ NDI-ის კვლევებს დავეყრდნობით, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა მზარდია.
მარტის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ორგანიზაციის წევრობა გამოკითხულთა 65%-ს სურს. რესპონდენტთა 63%-სთვის კი რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს მოსახლეობის საზოგადოებრივი განწყობის შედეგები და კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარმოადგინა.
პარტიებს შორის მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს. ცალკეა პოლიტიკოსების რეიტინგი, რომელშიც პრემიერი ლიდერობს. მთავრობის მეთაურს პრეზიდენტი და უმცირესობის ლიდერი მოსდევს. რაც ეხება სოციალურ ნაწილს, გამოკითხულთა 60-% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
რამდენიმე სიტყვით კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ: 20 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პირდაპირი ინტერვიუს სახით 2 194-ი ადამიანი გამოიკითხა.
ცდომილების მაჩვენებელი +-2.2%-ია.