NDI – გამოკითხულთა 65%-ისთვის ნატო-ში გაწევრიანება მისაღებია, ხოლო ევროკავშირში – 75% 

11:56, 30.04.2018

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65%-ისთვის ნატო-ში გაწევრიანება მისაღებია.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი 20% აცხადებს, რომ არ არის მისაღები, ხოლო 15%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

NDI-ის კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ევროკავშირის წევრი 75% აცხადებს, რომ მისაღებია, 15%-ისთვის მიუღებელია, ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

მსგავსი