საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი იმართება. ღონისძიებაში 25-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის ნაყინის მცირე მეწარმეები და ნაყინის მსხვილი მწარმოებელი კომპანიები.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს თემატური ფოტოკუთხეები, სახალისო აქტივობები, პრიზები, ზღაპრის გმირები და ანიმატორები ხვდებათ, სპეციალურად მიწვეული დიჯეის მუსიკალური გაფორმების ფონზე ტარდება ასევე კოქტეილის მასტერკლასებიც. ფესტივალზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე, გაეცნოს ნაყინის მრავალფეროვნებას.
„დიდი ნაყინობანა“ ბოტანიკურ ბაღში მესამედ იმართება. ღონისძიებაზე შეგროვებული თანხის ნაწილი უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.