ჩაკეტილმა ცხოვრებამ და საკარანტინე წესებმა ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა.
ნავთობ-პროდუქტებზე მოთხოვნა ახლა ყველა ქვეყანაში მკვეთრად არის შემცირებული, რაც შესაბამისად „შავი ოქროს“ ღირებულებაზე აისახა. მსოფლიო ბირჟებზე დღეს ნავთობის ფასმა ანტირეკორდი მოხსნა. მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევის შედეგად ახლა ნედლეულის გადაჭარბებული რაოდენობაა. ყველაზე მეტად ამერიკული ნავთობის ფასი დაეცა, რომელმაც 300%-იანი ვარდნა განიცადა და ერთი ბარელის ფასი მინუს 40 დოლარზე ჩამოვიდა. ექსპერტების პროგნოზით, ვარდნის ტენდენცია შეზღუდვების გაუქმებამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში კი მოსალოდნელია საწყავის კიდევ უფრო გაიაფება, მათ შორის საქართველოშიც.