გაზაფხულზე ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს მიიღებს.
ტურისტულ ზონაში ვიზიტორთა ცენტრი აშენდა, გაკეთდა კვების ობიექტი და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ტურისტების პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ვიზიტორებისთვის დაიკეტა.
პროექტი ბიუჯეტიდან 980 ათასი ლარით იყო დაფინანსებული.