ეკონომიკა და სივრცითი მოწყობა

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სივრცითი მოწყობა და ტურიზმის განვითარებაა. აეროპორტები, გზები, ხიდები, გვირაბები – რეფორმის მიხედვით, 2018 წლიდან ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაიწყოს. ამავე რეფორმით, ქვეყნის ძირითად ტურისტულ ზონებში მომზადდება გენგეგმები, რომელთა საფუძველზე ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, რა გაკეთდა ერთ წელში და რამდენად მიჰყვება ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულება წინასწარ დასახელებულ ვადებს.