„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფელ ნიქოზის სკოლის დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, სოფელ ნიქოზის სკოლის დირექტორი თამაზ მელანაშვილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ენმ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და უკანონოდ გათავისუფლებულის აღსადგენად ბრძოლას აგრძელებს.
გიორგი ბოტკოველის თქმით, ნიქოზის სკოლის დირექტორ თამაზ მელანაშვილზე ქართული ოცნება არჩევნების წინ ზეწოლას ახორციელებდა, რათა აქტიურად ჩართულიყო წინასაარჩევნო კამპანიაში, რაზეც მელანაშვილი უარს ამბობდა.
ბოტკოველის ბრალდებებს განათლების სამინისტროში გამოეხმაურნენ.