ნატოს დღეებთან დაკავშირებით, სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით “საქართველო და ნატო”.
თემაზე მოსწავლეებმა ესეები წარადგინეს. შეკრებილებს საქართველოში ნატოს-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართა. ესეების კონკურსში გამარჯვებული 3 მოსწავლე კი სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვეს.