ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ შენობაში, რომელშიც მსახიობი იზრდებოდა, ოთხი ათეული წელია მემორიალური სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს. ადგილზე დაცული და ექსპონირებულია მემორიალური ნივთები. სახლ-მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფინანსდება, კაპიტალური რეაბილიტაცია მას 10 წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა ამ ეტაპზე შენობის ნაწილი კვლავ რესტავრაციას საჭიროებს.
რატომ გაჭიანურდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის აღდგენის პროცესი, როგორია ვითარება ადგილზე, – ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტი კახეთიდან.