უკრაინა და საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და ალიანსის ყველა წევრს ესმის საქართველოსა და უკრაინასთან არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმითმა განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, დასავლეთი რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის საკითხს არ განიხილავს და დღის წესრიგში სხვა საკითხები დგას.