ხვალიდან პირველი მაისის ჩათვლით ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიური ფორუმი გაიმართება.
ღონისძიების მიზანი, სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის გაფართოება, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიის და მიდგომების შემუშავებაა.
ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელები მონაწილეობენ.