„საქართველოს მდგრადობის გაძლიერება არასტაბილურ დროში“- საჯარო დისკუსია

„საქართველოს მდგრადობის გაძლიერება არასტაბილურ დროში“- ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ თემაზე საჯარო დისკუსია მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერაა ორგანიზებული და ის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორთან ერთად გახსნა. სპიკერები ასევე განიხილავენ თუ როგორია ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და რა შეიძლება გაიზიაროს ჩვენმა ქვეყანამ. საჯარო დისკუსიას უსაფრთხოების ექსპერტები, ანალიტიკოსები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.