NATO-ს მინისტერიალი

ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს და სხვა ასპირანტი ქვეყნების პროგრესს განიხილავენ.

ბრიუსელში ორგანიზაციის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, რა დროსაც ალიანსის წევრი ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა  ნატოს მოახლოებული სამიტისთვის ასპირანტების მიმართ საბოლოო პოზიციები უნდა შეაჯამონ.

იქნება თუ არა ივლისში დაგეგმილი სამიტი რომელიმე ასპირანტი ქვეყნისთვის გამორჩეული – საგარეო საქმეთა მინისტრები ჯერ მხოლოდ ზოგადი განცხადებებით იფარგლებიან. კოლეგებთან შედარებით კონკრეტულ გზავნილს აჟღერებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სამიტზე საქართველოსთვის მაპის მინიჭებას ითხოვს. მინისტერიალის დღის წესრიგშია იმ საფრთხეების განხილვაც, რომლებიც ალიანსის ასპირანტ ქვეყნებს რუსეთიდან ემუქრებათ.

ქეთევან ქარდავა აშუქებს ნატოს მინისტერიალს, წინასწარ გზავნილებს ის ახლა ბრიუსელიდან გაგვაცნობს.