ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატო-სა და ევროკავშირისკენ – საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გაკეთდა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.
ფორუმი ოფიციალურად საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. ბრიუსელის სამიტის თემაზე კი მთავარი მომხსენებლები პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში არიან.