გიორგი მარგველაშვილი - სახალხო დიპლომატიის ფორუმი ძლიერი პასუხია ნატო-ს და საქართველოს საერთო ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის
გიორგი მარგველაშვილი - სახალხო დიპლომატიის ფორუმი ძლიერი პასუხია ნატო-ს და საქართველოს საერთო ღირებულებების წინააღმდეგ  მიმართული პროპაგანდის

სახალხო დიპლომატიის ფორუმი ნატო-ს და საქართველოს საერთო ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ძლიერი და ღირსეული პასუხია , ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  თბილისში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს ბრიუსელის სამიტისთვის მზადების საკითხებზე, საქართველოს  უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და რეგიონში ნატო-ს კომუნიკაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,უმნიშვნელოვანესია ეს შეკრება, რომელიც ძალიან რთულ ვითარებაში იმართება, როდესაც მიმდინარეობს რთული გეოპოლიტიკური და პროპაგანდისტული დაპირისპირება ალიანსთან, იმ ღირებულებებთან, რომელსაც საქართველო სრულად იზიარებს და რომელიც განაპირობებს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროგრესსა და წარმატებას”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნატო წარმატებული სამხედრო ალიანსია, რომელმაც შეძლო მიეღწია იმ იდეალისთვის, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა ბრძოლის გარეშე ომის მოგება და ცივი ომის მსხვერპლის გარეშე დასრულება.