ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარე წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა.
როუზ გოტემოლერი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3-4 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მაღალი რანგის სტუმარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.