ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ოქტომბერში გაიმართება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარე წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება, –  ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა.

როუზ გოტემოლერი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3-4 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მაღალი რანგის სტუმარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

 

დატოვე კომენტარი