20-25 მარტს, ნატო-საქართველო ერთობლივი სწავლება იგეგმება. სწავლება არის კომპიუტერული და საველე-სამხედრო წვრთნებს არ მოიცავს. პროექტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. სამეთაურო საშტაბო სწავლებაში, ალინსის წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში, მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.